ხშირად დასმული კითხვები

რა ტიპის პროდუქტებს გვთავაზობთ?

ჩვენ გთავაზობთ შენობა-ნაგებობების დაცვისთვის განკუთვნილ პროდუქტებს, მათ შორის მწერების დამჭერ აპარატებს, მღრღნელებისგან დამცავ საშუალებებს, ტრაპის დამცავ მექანიზმებს და სხვა.

რა ტიპის სივრცეებში შეიძლება თქვენი პროდუქციის გამოყენება?

ჩვენი პროდუქცია განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის სივრცისთვის, მათ შორის საცხოვრებელი სახლებისთვის, კომერციული და სამრეწველო ობიექტებისთვის, სასტუმროებისთვის, რესტორნებისა და საწყობებისთვის. კონკრეტული პროდუქტის გამოყენება დამოკიდებულია ობიექტის სპეციფიკასა და საჭიროებებზე.

ვრცელდება თუ არა პროდუქციაზე გარანტია?

დიახ, პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, რომლის ვადა პროდუქტის ტიპის მიხედვით 18 თვიდან 5 წლამდე განისაზღვრება.

როგორ შევიძინოთ სასურველი პროდუქტი?

პროდუქციის შესაძენად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: ტელეფონი: +995 32 2 999 654; ელფოსტა: sales@cesystem.ge. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ შესაბამისი პროდუქტის შერჩევასა და შეკვეთის გაფორმებაში.

რა ვადებში ხდება მიწოდება?

პროდუქციის მიწოდების ვადები დამოკიდებულია კონკრეტულ პროდუქტზე და, როგორც წესი, 7-დან 10 დღემდე მერყეობს.

დეტალური ინფორმაციისთვის შეავსეთ

საკონტაქტო ფორმა